ინგრედიენტები:
ქათამი ან წიწილა (წონით დაახლ. 1,5 კგ.)
მარილი,
ახალდაფქვილი პილპილი,
მცენარეული ზეთი.
შიგთავსისთვის:
ბრინჯი (მშრალი) – 1ჭიქა,
გაყინული ბოსტნეული - 200-250 გრ.
ხახვი - 1 ცალი,
ყველი - 50 გრ.
ოხრახუში და კამა,
მაიონეზი - 2-3 ს.კ.
ნიორი - 2 კბილი,
ნაღების კარაქი - 40-50 გრ.
მარილი,
ახალდაფქვილი პილპილი.
მომზადება
ქათამი გავრეცხოთ, გავაშროთ და ფრთხილად მოვაძროთ კანი, ფეხები და ფრთები დავტოვოთ. გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდზე და მოვამზადოთ შიგთავსი.
შიგთავსისთვის:
ხორცი მოვაშოროთ ძვალს და გავატაროთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში.
ხახვი წვრილად დავჭრათ და დავბრაწოთ მცენარეულ ზეთში, 2-3 წუთის განმავლობაში.
ხახვს დავუმატოთ ქათმის ფარში და 10 წუთი მოვშუშოთ. შემდეგ მარილი და პილპილი ჩავყაროთ.
მოშუშული ფარში ისევ ბლენდერში გადავიტანოთ და კიდევ ერთხელ დავამუშავოთ.
ბრინჯი გავრეცხოთ, ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ ცივი წყალი (1ჭ. ბრინჯი – 2 ჭ. წყალი), მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ, მარილი გავუკეთოთ და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი.
ტაფაზე 1-2 ს.კ. მცენარეული ზეთი გავაცხელოთ და მასზე გაყინული ბოსტნეული მოვშუშოთ, 5-7 წუთი. ტაფაზე, მოშუშულ ცხელ ბოსტნეულში ჩავდოთ 40-50 გრამი ნაღების კარაქი და შემდეგ ბრინჯიც დავუმატოთ.
მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. ნიორი დავჭყლიტოთ. შევურიოთ ერთმანეთს: ხორცსაკეპში ან ბლენდერში გატარებული ფარში, ბრიჯი ბოსტნეულითა და ნაღების კარაქით, ყველი, მწვანილი და დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი და ნიორი (ეს გემოვნების მიხედვით – შეგილიათ არც დაამატოთ). ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ქათმის გარეკანი (არ დაივიწყოთ ფრთები და ფეხები) შეგნიდან დავამარიოლოთ და პილპილიც გავუკეთოთ, შემდეგ დავტენოთ შიგთავსით.
* არაა საჭირო ქათმის ძალიან გადატენვა, რადგან კანი შეიძლება გასკდეს შეწვისას.
ქათამი გავკეროთ ან შევკრათ ხის ჩხირებით. ზევიდან ქათამს მარილი, პილპილი, მცენარეული ზეთი წავუსვათ და ფეხები და ფრთები შევკრათ ძაფით (იმისთვის, რომ ქათამმა ბუნებრივი ფორმა შეინარჩუნოს). ზეთწასმულ ვერცხლისფერ ქაღალდზე (ე.წ. ფოლგა) დავდოთ ქათამი:
180-190 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში შევწვათ. პერიოდულად გამოყოფილი წვენი გადავავლოთ ხოლმე.
მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე შეგიძლიათ, ტემპერატურა სათანადო ფერის მისაღებად ოდნავ მოუმატოთ.
გამზადებული ქათამი აერღუმელიდან გამოვიღოთ, მოვაშოროთ ძაფი ან ჩხირები და დავტოვოთ ასე 20 წუთით.
დაგემოვნება ცივადაც შეგიძლიათ და ცხლადაც.