მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ფარშირებული პომიდორი – ხორცითა და ბადრიჯნით
2010-04-18, 11:20 PM

ინგრედიენტები: 
პომიდორი - 6 ცალი საშუალო ზომის

შიგთავსისთვის:
ფრაში (ღორის + საქონლის) - 300-400 გრ.
ბადრიჯანი - 1 ც. 200 გრ.
მაგარი ყველი- 50-70 გრ.
ხახვი - 1 ც.
ნიორი - 1-2 კბილი
ქინძი და ოხრახუში,
მარილი,
პილპილი

სიუსისთვის:
პომიდვრის შიგთავსი
ტომატის პასტა - 1-2 ს.კ.
ნიორი - 1 კბილი,
არაჟანი - 3-4 ს.კ.
მაირლი,
შაქარი,
პილპილი

მომზადება
პომიდორი გავრეცხოთ და გავაშროთ.
მოვაჭრათ ზედა ნაწილი. 
ბასრპირიანი დანის წვერით პომიდორს რბილობი ამოვაჭრათ, ვეცადოთ არ დავაზიანოთ გარეკანი და დავტოვოთ კედლებად დაახლოებით 0,7 მმ. გარსი.

 

 

 

 

 

 

 

 

რბილობი ფრთხილად ამოვიღოთ ჩაის კოვზით.


 

 

 

 

 

 

 

მისგან მოვამზადოთ პიკანტური ტომატიან-არაჟნიანი სოუსი: 
რბილობი დავამუშავოთ ბლენდერში ან კარგად დავსრისოთ. 
მცენარეული ზეთით დაფარულ გახურებულ ტაფაში ჩავასხათ პომიდვრის მასა და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე 7 წუთის განმავლობაში, თან მოვურიოთ. სითხე უნდა აორთქლდეს და მასა გასქელდეს. შემდეგ ვამატებთ ტომატის პასტას (სურვილისამებრ), ისევ მოვურევთ და 3-4 წუთი ვშუშავთ.


 

 

 

 

 

 

 

სოუსს მარილი, პილპილი და ოდნავ შაქარი დავუმატოთ. შევურიოთ დაპრესილი ნიორი, მოვურიოთ, 1 წუთით ცეცხლზე იყოს და შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, 2-3 წუთი მოვშუშოთ ყველაფერი.


 

 

 

 

 

 

 

მოვამზადოთ შიგთავსი:
ხახვი გავწმინდოთ და დავჭრათ რგოლებად და ასევე ნაწილი წვრილად. 
ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავაშროთ და კუბიკებად დავჭრათ. 
მწავნილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ.
ნიორი გავასუფთავოთ და დავჭყლიტოთ. 
ყველი გავხეხოთ.
მცენარეულ ზეთში მოვწვათ ხახვი 2-3 წუთი.


 

 

 

 

 

 

 

დავუმატოთ ნიორი და მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ფარში და პერიოდულად მოვურიოთ – 10 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

 

ბადრიჯანი ცალკე მოვშუშოთ ცოტაოდენ ცხიმში, ხშირ-ხშირად მოვურიოთ (როგორც კი ტაფაზე მოათავსებთ მარილი მოაყარეთ).

 

 

 

 

 

 

 

 

მზა მოშუშული ფარში, ოდნავ გავაგრილოთ, შევურერთოთ მოშუშულ ბადრიჯანს და ეს ყველაფერი ან ხორცსაკეპში გავატაროთ ან ბლენდერში დავამუშავოთ. შემდეგ დავუმატოთ მწვანილი, მარილი, პილპილი და კარგად მოვურიოთ.


 

 

 

 

 

 

 

მომზადებული პომიდორები ჩავალაგოთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში. 
დავტენოთ პომიდორი შიგთავსით.

 

 

 

 

 

 

 

 

ზევიდან 1 ჩ.კ. სოუსი დავადოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

ჰაერღუმელში გააჩერეთ 15-20 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მარილი, მწვანილი, ტომატ პასტა, ფარში, პომიდორი, არაჟანი, ბადრიჯანი, მაგარი ყველი, პილპილი, ხახვი
ნანახია: 2428 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]