ინგრედიენტები: 6 ულუფა 850 გ ღორის მჭლე ხორცი 250 გ ჰოლანდიური ყველი 250 გ ცხვრის შებოლილი ხორცი პილპილი მარილი
მომზადების წესი: 1. ღორის ხორცი კარგად დაბეგვეთ. მოაყარეთ პილპილი და მარილი. 2. ყველი დაჭერით თხლად და თანაბრად გაანაწილეთ ღორის ხორცზე. ზემოდან მოათავსეთ ცხვრის შებოლილი ხორცის თხელი ნაჭრები. გადაახვიეთ რულეტისებურად, შეკარით ძაფით და შედგით ღუმელში 1-1,5 სთ. 3. რულეტი დაჭერით და მოათავსეთ ლანგარზე. მიირთვით დაკონსერვებულ ბოსტნეულთან და ცხარე საწებელთან ერთად.
|