ინგრედიენტები: 4 ულუფა ქათმის 8 ასოცგრამიანი ბარკალი 4 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა შავი პილპილი 1 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. კვლიავი 2 ჩ.კ. შაქარი 2 ს.კ. ზეთი 150 გ ფორთოხლის მარმელადი 3-4 ს.კ. მდოგვი მომზადების წესი: 1. შეურიეთ ერთმანეთს წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი, კვლიავი და შაქარი. მიღებული მასა წაუსვით ქათმის ბარკლებს. 2. ბარკლები დააწყვეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე და შეწვით ღუმელში 30 წთ. შეწვისას ერთხელ გადააბრუნეთ. 3. სოუსისათვის გაადნეთ ფორთოხლის მარმელადი და დაუმატეთ მდოგვი. შემწვარი ბარკლები სუფრასთან მიიტანეთ სოუსთან ერთად.
|