მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

თირკმელი კარტოფილით
2010-04-18, 11:57 PM

ინგრედიენტები:
4 ულუფა
500 გ საქონლის თირკმელი
5 კარტოფილი
1 კვერცხი
1 მწიკვი დაფქული მუსკატი
100 გ კარაქი
100 გ შემწვარი სოკო
2 ს.კ. დაფხვნილი ორცხობილა
2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი:
1. თირკმელი მოათავსეთ ცივ წყალში 3 სთ. ამოიღეთ, კვლავ დაასხით წყალი და აადუღეთ. გადაუწურეთ წყალი, გარეცხეთ, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ 1 სთ.
2. კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და ცხელივე გახეხეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, მუსკატი, 50 გ კარაქი და კარგად აურიეთ.
3. შეზავებული კარტოფილის ნაწილი ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი სოკო და წვრილად დაჭრილი თირკმელი. გაანაწილეთ დარჩენილი კარტოფილი, მოაყარეთ დაფხვნილ ორცხობილაში არეული გახეხილი ყველი, მოასხით დარჩენილი გამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ ღუმელში.
4. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილით. ცალკე მიიტანეთ არაჟანი.

 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მუსკატი, კარტოფილი, დაფხვნილი ორცხობილა, მაგარი ყველი, საქონლის თირკმელი, შავი პილპილი, შემწვარი სოკო, კარაქი
ნანახია: 2212 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]