ინგრედიენტები: 500 გრ. ფარში; 2 თავი ხახვი; 3 კბილი ნიორი; შავი პილპილი ან წიწაკა; 100 გრ. პური; 2 ცალი კვერცხი; 1 კონა ოხრახუში; 2 ს/კ ტომატი; მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: 500 გრ. საკოტლეტე ფარში, წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი, 2 კბილი გატარებული ნიორი, 100 გრ. პური, 2 ცალი კვერცხი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ შავი პილპილი და ცოტა მარილი. მიღებული მასით გავაკეთოთ გუნდები და შევწვათ.
ზეთში მოვშუშოთ 1 თავი ხახვი, დავუმატოთ 200 მილილიტრ წყალში გახსნილი 2 ს/კ ტომატი, წიწაკა ან შავი პილპილი და მოვშუშოთ, ისე რომ არ ჩაშრეს. გავაგრილოთ და ჩავაწყოთ შიგ შემწვარი ხორცის გუნდები. გარნირის სახით შეგვიძლია სუფრასთან მივიტანოთ წიწიბურა, პიურე ან ფრი.
|