ინგრედიენტები: 1ც. გოჭი; გოჭის გულ-ღვიძლი და კუჭი; 750 გრ. იმერული ყველი; ტარხუნა, პიტნა; მარილი გემოვნებით. გამოშიგნულ და გარეცხილ გოჭს, გარედან და შიგნიდან ოდნავ მოვაყაროთ მარილი. ფარშის მომზადება: გოჭის გულ-ღვიძლი და კუჭი, მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ. დავამატოთ დაჭრილი იმერული ყველი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა და პიტნა, მოვაყაროთ მარილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით. გოჭი დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით და შევდგათ ქურაში. შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ ცხიმი, რომელიც მისგან გამოიყოფა და ზედაპირზე წავუსვათ კარაქი. გოჭის მზადყოფნის განსაზღვრისთვის საჭიროა მისი ზედაპირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, თუ ხორცი მზადაა, ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად და თანაბრად, ხოლო გამოსული წვენი გამჭვირვალე იქნება. მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.
|