ინგრედიენტები: 1ც. ქათამი 500გრ. ქიშმიში 200 გრ. კარაქი 100 გრ. თაფლი 100 გრ. შაქარი მარილი გემოვნებით გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ჩავდით ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი, ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და მოვქაფოთ. ტაფაზე დავდოთ კარაქი, გავაცხელოთ, მასზე მოვათავსოთ გარეცხილი ქიშმიში, მოვშუშოთ, ვიდრე არ გაჯირჯვლდება. დავამატოთ თაფლი, შაქარი, გადავურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ქათამი გამოვტენოთ ფარშით, გავკეროთ მაგარი ძაფით და დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევითკენ. მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ცოტა ბულიონი და შევდგათ ქურაში შესაწვავად. ქათამს შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ მისგან გამოყოფილი წვენი.
|