წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი-გემოვნებით.
მომზადება: კარგად გასუფთავებული და გარეცხილი კუჭმაჭი, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდათ დაჭრილი ხახვი, ქონდარი, დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, ხმელი სუნელი, ნიორი და გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა დავამატოთ ბულიონი. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.