ინგრედიენტები: 700გრ. ხორცი 150 გრ. ლორი 50 გრ. მკერდის ნაჭერი 30 გრ. კარაქი 1 ს/კ. მდოგვი 1/3 გამხმარი ფუნთუშა 1 ხახვი 1 კვერცხი 1 ს/კ საფანელი 100გრ. არაჟანი მარილი და პილპილი გემოვნებით გავატაროთ ხორცი, დამბალი ფუნთუშა, მოხრაკული ხახვი, ჩავუმატოთ მარილი, პილპილი, 0,5 ჩ/ჭ. წყალი, კვერცხი და ვზილოთ 5 წთ. მომზადებული ფარში გავაბრტყელოთ სველ ტილოზე 1 სმ სისქეზე. მივცეთ მართკუთხედის ფორმა, წავუსვათ მდოგვი, ზედ დავაწყოთ დაჭრილი ლორი, ტილოს გვერდები ავწიოთ და შევაერთოთ რულეტისებურად. მაგრად მოვუჭიროთ ხორცის პირები კარგად რომ შეერთდეს. შემდეგ მასას ტილო მოვაცალოთ და გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე (შეერთებული მხარე ქვევით). კარგად გავასწოროთ, მოვაყაროთ საფანელი. მოვასხათ გამდნარი კარაქი, ალაგ-ალაგ ჩავარჭოთ შებოლილი ხორცის ნაჭრები. დავასხათ ცოტა წყალი და შევდგათ გახურებულ ღუმელში. რულეტს მზადების პერიოდში, ხშირ-ხშირად მოვასხათ თავისივე წვენი. სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან ერთად, რომელშიც წინასწარ შერეულია თუნუქის ფურცელზე დარჩენილი წვენი.
|