მასალა:
- 2-3 ჩაის ჭიქა ნიგოზი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ. ქინძის თესლი
- ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა,
- მარილი გემოვნებით.
მომზადება: ნიგოზი, ნიორი, დაფქვული ქინძის თესლი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი კარგად დავნაყოთ ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ყველაფერი კარგად ავურიოთ, გამოვწუროთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. ნიგვზის მასას დავამატოთ ღვინის ძმარი, გავხსნათ ანადუღარ ცივ წყალში, ან გაცივებულ ბულიონში და მივიყვანოთ სასურველ სისქემდე. მოხარშული ან შემწვარი ფრინველის ხორცი, ან თევზი ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში. დავასხათ ბაჟე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.
|