მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. ბრინჯი,
4 ც. პომიდორი,
2 თავი ხახვი,
2 კბილი ნიორი,
1 ჩ/კ ტომატ-პასტა,
1 ჩ/კ მარილი, წითელი პილპილი დაფქული, ზეთი, ოხრახუში, 1 ც. ბულიონის "კუბიკი”.
მომზადების წესი: მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. პომიდორი დაჭერით ნაჭრებად, ხახვი – რგოლებად, ნიორი – წვრილად. გააცხელეთ ზეთი, მოდაღეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ტომატ-პასტა, ცოტა ხანში ჩაასხით "კუბიკისგან” დამზადებული ბულიონი, ჩადეთ პომიდორი და თუშეთ 10 წუთი, ჩაამატეთ ბრინჯი, მარილი, წიწაკა და თუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. სუფრაზე გატანის წინ დადეთ თეფშზე და გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით.
|