მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშით
2010-04-19, 1:27 AM
მასალა:
  • 1 ც. გოჭი 
  • გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილე, ელენთა) 
  • 0,5 ჩ/ჭ. ნიგოზი, 
  • 3 კბილი ნიორი 
  • 1 ჩ/კ. ქინძის თესლი, 
  • ქინძი, ქონდარი, 2 ჩ/კ ხმელი სუნელი, 
  • წიწაკა, ტარხუნა, პილპილი 
  • მარილი გემოვნებით. 

მომზადება:

 გამოშიგნული გოჭი გავრეცხოთ, გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი.
ფარშის მოსამზადებლად, გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები, ელენთა) მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი. დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ხმელი ქონდარი, ტარხუნა, პილპილი და კარგად ავურიოთ. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით.
გოჭი დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით და შევდგათ ქურაში. შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ ცხიმი, რომელიც მისგან გამოიყოფა და ზედაპირზე წავუსვათ კარაქი.
გოჭის მზადყოფნის განსაზღვრისთვის საჭიროა მისი ზედაპირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, თუ ხორცი მზადაა, ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად და თანაბრად, ხოლო გამოსული წვენი გამჭვირვალე იქნება.
მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.


 გემრიელად მიირთვით!


0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, მარილი, ნიორი, ნიგოზი, გოჭია, ტარხუნა, ქონდარი, პილპილი, წიწაკა, ქინძის ტესლი
ნანახია: 2447 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2
2 ucha  
0
uketesi da uketesi

1 ucha  
0
kompliments mashin davwer tu gamasinjeb

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]