მასალა: 6 ულუფა
- 70 გ. ფუნთუშის ორცხობილა
- წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 600 გ. ხორცის ფარში
- 2 კვერცხი
- 750 გ. კარტოფილი
- 400 გ. პამიდორი
- 2 თავი ხახვი
- 200 გ. ხორცის ბულიონი
- 200 გ. ნაღები
- დაფქული შავი პილპილი, მარილი
-
მომზადება: 1. ორცხობილა დაალბეთ წყალში. ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი დაჭერით სიგრძეზე. 2. ფუნთუშა გაწურეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ ხორცის ფარშს. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. 3. მიღებული მასა გაყავით 4 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ფირფიტაზე, ზემოდან ფენა-ფენა დააწყვეთ ყვითელი ბულგარული წიწაკა, ხორციანი მასა, მწვანე ხახვი, ხორციანი მასა, წითელი ბულგარული წიწაკა და ისევ ხორციანი მასა. მიეცით რულეტის ფორმა. 4. კარტოფილი, პამიდორი და ხახვი გაჭერით ოთხად. 5. ხახვი და კარტოფილი დააწყვეთ ფირფიტაზე რულეტის ირგვლივ და შეწვით 200-ზე. 30 წუთის შემდეგ რულეტს მოასხით ბულიონი და ნაღები, მოაწყვეთ პამიდორი და შუშეთ კიდევ 30 წთ.
გემრიელად მიირთვით!
|