მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ხინკალი
2010-04-19, 1:51 PM

ინგრედიენტები: 

  •    1 კგ. ხორცი;
  •     5 თავი ხახვი;
  •     1 ც. კვერცხი;
  •     მწვანილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

  
  მომზადების წესი: 

  ღორის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოვებით 1 ჩ/ჭ). 
  მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრელით, ან ჭიქით და კიდევ გავაბრტყელოთ. თვითოეულ გამოჭრილ ცომზე მოვათავსოთ 1 ს/კ მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, შემოვგრიხოთ და ”კუჭი” დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. 
  შეხვეული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ. ქვაბი დროგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიიკრას. როდესაც ყველა ხინკალი წყალზე ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.
  სუფრასთან ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.

(ხინკალს 1 ჭიქა  არაყიც  უხდება  :)  )

   გემრიელად მიირთვით!




0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, მარილი, ხილკალი, გემრიელი რეცეპტები, კვერცხი, პილპილი, ხახვი, ხორცი, ფქვილი
ნანახია: 3621 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]