მასალა: 1 კგ ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი, ოხრახუში, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით. მომზადება:
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ დანაყილი წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, მარილი, ღვინის ძმარი, კარგად გადავურიოთ; გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და ოხრახუშით.
გემრიელად მიირთვით!
|