მასალა:
- 1 კგ ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი,
- 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, ქინძი, ხმელი ქონდარი,
- 2 კბილი ნიორი,
- იმერული ზაფრანა,
- 1 ჩაის კოვზი ღვინის ძმარი,
- ხმელი სუნელი,
- წიწაკა, მარილი - გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ. ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, დავამატოთ იმერული ზაფრანა, ხმელი სუნელი, ქონდარი, კარგად გადავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით. მოხარშული შიგნეული წვრილად დავჭრათ, გადავურიოთ მზა ნიგვზის საკაზმში, გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
|