ქათამი გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, ხორცს ძვლები გამოვაცალოთ და რძეში დამბალ თეთრ პურთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ მარილი, ერბო და კარგად ავზილოთ. მომზადებული მასალიდან გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში და ორივე მხრიდან შევწვათ ერბოში. შემწვარი კატლეტი დავაწყოთ თეფშზე, შემოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.