მ ა ს ა ლ ა: კარტოფილი – 400 გრ; ხორცი – 250 გრ; ხახვი – 1 ცალი; კვერცხი – 1 ცალი; ფქვილი – 1 ს.კ; ერბო ან ზეთი – 100 გრ; მარილი, პილპილი – გემოვნებით
კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფრცქვნათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მივამატოთ 1 ს.კ. ფქვილი, 1 კვერცხი, ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვხრაკოთ ხახვთან ერთად და შევურიოთ კარტოფილს. დავამატოთ მარილი, პილპილი, გავაკეთოთ პატარა გუნდები. ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში, მივცეთ კატლეტის ფორმა, დანით კარგად შევასწოროთ და შევწვათ ერბოში ან ზეთში. სუფრაზე მივიტანოთ ტომატის სოუსთან ერთად.
|