მასალა: 500 გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი, 50 გრ ცხიმი, 1/4 ჭიქა ბრინჯი, 1 თავი ხახვი, 1 კგ პომიდორი, ოხრახუში, ქინძი, კამა, რეჰანი, ქონდარი, პილპილი და მარილი - გემოვნებით. მომზადება: ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ცხიმთან და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად დავდოთ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი და კარგად მოვშუშოთ, პერიოდულად დავამატოთ ცოტა ცხელი წყალი. მოშუშულ ხორცს დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ყველაფერი კარგად გადავურიოთ. პომიდორი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწის მხარე, ამოვჭრათ რბილობი თესლიანად, რამოდენიმე წუთით დავტოვოთ, გადმოვღვაროთ ჩამდგარი წვენი, ამოვავსოთ ხორცის ფარშით, ჩავალაგოთ ქვაბში, დავამატოთ ცოტა წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ მზადყოფნამდე. მზა კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში, მოვასხათ საკუთარი წვენი, მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი.
|