მასალა:
მოხარშული ძროხის ხორცი – 200 გრამი კარტოფილი – 2 ცალი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა კვერცხი – 2 ცალი ერბო – 3 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა – რამდენიც დასჭირდება მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომსადება:
მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისაგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაზე შევწვათ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა.
|