მასალა:- ბატის ვიჩინა 500გრ.
- ხახვი 5ცალი
- ერბო 50გრ.
- ფქვილი
- მარილი
მომზადება:
მოზილავთ მაგარ ცომს, მერე გაშლით უხლავით უხას ფეხშუმზე და ხელისგულის ოდენად დაჭრით დანით. ბატის წვრილად დაჭრილ
თითო ნაჭერს გაახვევთ უხაში(ცომის ოთკუთხედ ნაჭერში) და თავს მოუკრავთ.
მერე ჩაყრით ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშავთ.
მერე სუზგში(საწურავში) გადაწურავთ და მოხრაკავთ ხახვს ერბოში და მოასხავთ ზევიდან.
მიირთვით გემრიელად!
|