მასალა ცომისთვის:- 3 კვერცხი
- 1 ლ. წყალი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 2 ს.კ. ზეთი
- 1 ს.კ. შაქარი
- მარილი გემოვნებით
მასალა შიგთავსისთვის:
- 400- 500 გრ. ხორცის ფარში
- 2 თავი ხახვი
- 2ს.კ. ზეთი
- 200გრ. ბრინჯი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ავთქვიფოთ 3 კვერცხი კარგად დაუმატოთ, წყალი , ზეთი, შაქარი, მარილი , ფქვილი . ცომი უნდა იყოს თხელი არაჟნის სისქის
პატარა ცხელ ზეთ ცასმულ ტაფაზე გამოვაცხოთ ბლინს ფირფიტები
გამოვაცხოთ მხოლოდ ერთი მხარე
ცხვება ასეთი ფორმის
მანამდე მოვამზადოთ შიგთავსი : კარგად მოხარშული ძროხის ხორცი გავატაროთ ხორცსხკეპ მანქანაში და ხახვთან ერთად მოვხრაკოთ , ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი და შეურიოთ ხორცს,მარილი და პილპილი გემოვნებით
გამზადებულ ბლინების ცომში 1 სუფრის კოვზი ფარში ჩავდოთ და გადავახვიოთ რულეტივით, შუამდე რომ მივალთ გვერდები გადაუკეცოთ შიგნით და ბოლომდე გადავახვიოთ ასე
გამზადებული ბლინჩიკები შევწვათ ზეთიან ტაფაზე
გემრიელად მიირთვით!
|