მასალა:- იხვი-1 ც
- ბრინჯი- 200 გრ.
- ბროწეული 2 ც.
- თაფლი- 50 გრ.
- კარტოფილი
- ვაშლი
- ხმელი სუნელი
მომზადება:
ბრინჯი მოხარშეთ ნახევრად მზადყოფნამდე, შეურიეთ 1 ც. ბროწეულის მარცვლები და უცხო სუნელი. იხვი გამოშიგნეთ, კარგად გარეცხეთ, წაუსვით სვანური მარილი და ჩადეთ ბრინჯი, შეკერეთ კანი ისე რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს. ჟარუნაზე დადეთ გამზადებული იხვი, გათლილი კარტოფილი და ვაშლი. შედგით გაზქურაში გაცხელებული 200 გრადუსზე.
გაწურეთ მეორე ბროწეული.
ჯამში შეურიეთ ბროწეულის წვენი, თაფლი და სუნელი გემოვნებით. ეს სოუსი დაგჭირდებათ იხვზე წასასმელად შეწვის დროს.
როცა თქვენი იხვი მიიღებს ოქროს ფერს დასერეთ დანით მრავალი ადგილას. ამის შემდეგ დაუკელით ტემპერატურა გაზქურაში 180 -160 გრადუსამდე. და შეწვით მზადყოფნამდე. შემდეგ მოასხით მომზადებული სოუსი. იხვი მზადაა!
გემრიელად მიირთვით!!!
|