მასალა ცომისთვის:- 250 გრ. არაჟანი
- 250გრ. მაიონეზი
- 3 კვერცხი
- 300-350 გრ. ფქვილი
- 2ჩ.კ. ასაფუებელი (რაზრიხლიტელი) ან 1ჩ.კ. სოდა
- მარილი
მასალა შიგთავსისთვის: - 300გრ. ხორცი ( ძროხის, ღორის, ქათმის ან ინდაურის )
- 400გრ. კარტოფილი
- ხახვი
- მარილი
- პილპილი
მომზადება:
აურიოთ სმეტანა და მაიონეზი
დაუმატოთ კვერცხი და მარილი
დაუმატოთ რაზრიხლიტელი და ფქვილი მოვზილოთ მაგარი ცომი
შიგთავსის მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად
უმი ხორცი დავჭრა პატარა კუბიკებად
უმი კარტოფილიც დავჭრათ პატარა კუბიკებად
აურიოთ ერთმანეთში ხორცი, ხახვი და კარტოფილი მოვაყაროთ მარილი და პილპილი
ფორმას წაუსვათ ცხიმი ჩავდოთ ნახევარი ცომი (უმჯობესია ზეთიანი ხელით რომ არ მიგეკროთ ხელზე)
ცომს დავაყაროთ ზემოდან შიგთავსი
ზემოდან დავადოთ დარჩენილი ცომი გავასწოროთ ხელით და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 180 გრადუსზე , ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი . თუ ზემოდან პეროგი ცალიან მოიბრაწება ზემოდან ფოლგა დავაფაროთ .
გემრიელად მიირთვით!
|