ქათმის ფილე გავჭრათ შუაზე ბასრი დანით
მივიღებთ ორ ნაწილს
ზემოდან გადავაფაროთ პოლიეთილენის პარკი და ხორცის საბეგვი ჩაქუჩით დავბეგვოთ
დაბეგვილ ხორცს მოვაყაროთ ცოტა მარილი
წინასწარ მოვამზადოთ შიგთავსი კარაქი ჩავდოთ ბლენდერში
დავაყაროთ მწვანილები და გავთქვიფოთ
პატარა გუნდები გავაკეთოთ და ცოტახანი შევდოთ მაცივარში
გამზადებული კარაქის შიგთავსი დავდოთ დაბეგვილ ქათმის ფილეზე
და გადავახვიოთ რულეტივით
გამზადებული კატლეტები შევდგათ მაცივარში ცოტახნით
მოვამზადოთ საფანელი:
ავთქვიფოთ კვერცხი
კატლეტი ჯერ ამოვავლოთ კვერცხში
კვერცხში და სუხარში ამოვლება გაიმეორეთ ჯიდევ ერთხელ და შედგით ისევ ცოტახნით მაცივარში
გამზადებული კატკლეტები შევწვათ ზერთში ( ზეთი უნდა ფარავდეს კატლეტებს) უნჯობესია ფრიტურში შეწვა
შემწვარი კატლეტი შევდგათ ქურაში 10- 15 წუთით (180-200 გრ. ზე)
გემრიელად მიირთვით!