მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

ფლორენციული ღვეზელი
2010-04-08, 2:58 PM
მასალა:

  • 4–5 ჩ.ჭ. ფქვილი 
  • 0,5ლ მაწონი 
  • 250გრ მარგარინი 
  • 2 კონა (მოზრდილი) ისპანახი 
  • 100გრ არაჟანი 
  • 100გრ კარაქი 
  • 4–5 კბილი ნიორი 
  • 600გრ ხორცი 
  • 1 კონა ქინძი 
  • 1 კონა კამა 
  • 2 თავი ხახვი 
  • 1 ჩ.კ. სოდა 
  • 1 ცალი კვერცხი 
  • გემოვნებით მარილი, შავი პილპილი, წიწაკა, ჯავზი 

მომზადება: 

მოამზადეთ ფენოვანი ცომი შემგენაირად: ნახევარ ლ მაწონს შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდა, მოაყარეთ 4–5 ჩ.ჭ. ფქვილი და მოზილეთ ცომი.
250გრ მარგარინი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად, ცომი გააბტყელეთ და ზემოდან გადაუსვით დარბილებული მარგარინის ერთი ნაწილი. დაკეცეთ ოთხად და მოათავსეთ მაცივარში 20წთ. ასე გაიმეორეთ მანამ სანამ მარგარინს მთლიანად არ მოიხმართ.
ფარშის მომზადება: ისპანახი მოხარშეთ, გადაწურეთ საწურზე და როცა შეგრილდება გაწურეთ კარგად. დანით დაკეპეთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი და ჯავზი (მუსკატი).
ხორცი მოხარშეთ და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში. მოშუშეთ კარაქში, შეაზავეთ შავი პილპილით და მარილით.
გამზადებული ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თუნუქის ფირფიტის ზომაზე. მოათავსეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე, ცომის მთელ ზედაპირზე თანაბრად მოაყარეთ ისპანახი, შემიდეგ მოშუშული ხორცი და მოასხით არაჟნი. ასეთი თანმიმდევრობით გაიმეორეთ ფენები მეორეჯერ. ბოლოს გადააფარეთ გაბტყელებული ცომის მეორე ნაწილი, გვერდები შეუკეცეთ.ზემოდან გადაუსვით წყლით განზავებული 1 კვერცხის გული, ზედაპირი დაჩხვლიტეთ ხის წვრილი ჩხირით და შედგით ქურაში გამოსაცხობად, საშუალო ტემპერატურაზე.
შეგრილებული ღვეზელი დაჭერით ოთკუთხედ ნაჭრებად და მიიტანეთ სუფრასთან.




0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: kulinaruli, გემიელი რეცეპტები, gvezeli, კულინარია, ფლორენციული, receptebi, ღვეზელი, florenciuli gvezeli
ნანახია: 2574 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]