მასალა: 1 ბრიკეტი საფუარი (42გრ) 1 ჩ.კ. შაქარი 300 მლ ნელთბილი დო 1 ს.კ. მარილი 400 გრ I ხარისხის პურის ფქვილი 100 გრ + 2 ს.კ. ხორბლის ღერღილი 2 ს.კ. ჭარხლის სიროფი 4 ს.კ. ზეთი პერგამენტი მომზადება:
საფუარი და შაქარი გახსენით ნელთბილ დოში. ჩაყარეთ ჯამში მარილი, ფქვილი და 100გრ ღერღილი. შეურიეთ საფუვრიანი დო, ჭარხლის სიროფი და ზეთი. ზილეთ 10 წთ., დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 30 წთ. გადაზილეთ, დააფარეთ და კვლავ დადგით 30 წთ. გააცხელეთ ღუმელი 220–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ, დაამრგვალეთ, დადეთ საცხობ ფირფიტაზე, დააფარეთ და დადგით კვლავ 30 წთ. პურის ზედაპირი დანით დასარეთ რომბებად, გადაუსვით ნელთბილი წყალი და მოაყარეთ დარჩენილი ღერღილი. აცხვეთ 10 წთ., დაიყვანეთ ტემპერატურა 200 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 50–60 წთ. დამატებითი ინფორმაცია
შეგიძლიათ ცომში 100 გრ თხილი შეურიოთ და მზესუმზირის ზეთის ნაცვლად თხილის ზეთი გამოიყენოთ, ზემოდან კი შვრია მოაყაროთ.
|