მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

კარტოფილის პური
2010-04-08, 3:09 PM
      მასალა:

  • 1 კგ ფქვილი 
  • 1 ბრიკეტი საფუარი (42 გრ) 
  • 1 ჩ.კ. შაქარი 
  • 150 გრ მზა მჟავე ცომი 
  • 3/8 ლ ნელთბილი რძე 
  • 2 ს.კ. მარილი 
  • 1 კვერცხი 
  • 300გრ კანიანად მოხარშული კატოფილი 
  • ჯავზი 
  • 50 გრ ცივი ყავა 
  • 1 ჩ.კ. კამის თესლი 
  • პერგამენტი 

    მომზადება:

ფქვილი ჩაყარეთ ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. ჩააფხვენით საფუარი, მოაყარეთ შაქარი, დაასხით ცოტაოდენი რძე, ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ და დადგით 10 წთ.
მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. შეურიეთ ოთახის ტემპერატურის მჟავე ცომი, რძის უმეტესი ნაწილი, მარილი და კვერცხი. კარტოფილს გააცალეთ კანი და ზემოდან დაახეხეთ. დაუმატეთ ჯავზი და ზილეთ 10 წთ.
დააფარეთ და დადგით 50წთ. საცხობ ფირფიტაზე დააფარეთ პერგამენტი. გადაზილეთ ცომი, დაამრგვალეთ, დადეთ ფირფიტაზე, დააფარეთ და დადგით 1 სთ.
გააცხელეთ ღუმელი 250–გრადუსამდე. პურის შუაში დანის წვერით დაახლ. 6 სმ დიამეტრის წრე შემოხაზეთ და წრეს მზისებურად რამდენიმე სხივი გაუკეთეთ, გადაუსვით ცივი ყავა, შუაში მოაყარეთ კამის თესლი და ოდნავ დააწექით.
შედგით ფირფიტა ღუმელში. ღუმლის ძირზე მოაპკურეთ 1 ფიალა წყალი. 10 წთ–ის შემდეგ ტემპერატურა დაიყვანეთ 200–გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 50–60 წთ. ზედაპირზე კიდევ ერთხელ გადაუსვით ცივი ყავა.


0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: puri, ცომეული, გემიელი რეცეპტები, პური, კულინარია, კარტოფილის, kartofilis puri
ნანახია: 2803 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]