მასალა:
მასალა 15 ცალისთვის: 500გრ ფქვილი 200გრ შვრის ფანტელი 5 ს.კ მსხვილად დაფქული შვრია 2 პაკეტი მშრალი საფუარი 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. მზესუმზირის ზეთი პერგამენტი მომზადება:
შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი გარდა 2 ს.კ. მსხვილად დაფქული შვრიისა, დაუმატეთ 3/8 ლ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. დააფარეთ და დადგით ასაფუებლად 45წთ. გააცხელეთ ღუმელი 200–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გადაზილეთ ცომი და გაყავით 15 თანაბარ ნაწილად. დაამრგვალეთ, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, დააფარეთ და დადგით 15 წთ. თითოეულ ცომს დანით გაუკეთეთ ჯვრის ფორმის ჭრილი, გადაუსვით ცოტაოდენი თბილი წყალი და მოაყარეთ დარჩენილი შვრია. აცხვეთ 25–30წთ.
|