მომზადება: ცხვრის ხორცი გავათავისუფლოთ ძვლებისაგან, ძვლისგან მოვხარშოთ ბულიონი, ხოლო ხორცი გავატაროთ, დავუმატოთ გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა. ფქვილისა და კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი, ზელვისას გავურიოთ ცოტა მარილი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულზე დავდოთ ფარში, დავაფაროთ მეორე ცომი და გვერდით ლამაზად შემოვუხვიოთ. მერე ეს მომზადებული დუშბარები მოვხარშოთ დამარილებულ ბულიონში. როცა ამოტივტივდება, მზადაა. ღრმა თეფშზე ვდებთ რამდენიმე დუშბარას, ვასხამთ ბულიონს, ვაყრით პიტნასა და ქინძს, ვაგდებთ ერბოს პატარა ნაჭერს და ვასხამთ ცოტა ღვინის ძმარს.