მასალა: 20 გ. ახალი საფუარი, 1 არასავსე ჩ/კ შაქარის
ფხვნილი, 250 გ. ფქვილი, 1 მწიკვი მარილი, 50 გ. ზეითუნის ზეთი, 200 გ.
ყველი, 1 კვერცხი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადება: საფუარი გავხსნათ 150 გ. თბილ რძეში,
დავუმატოთ შაქარი, ავურიოთ და დავდგათ 10 წუთით. ფქვილი გავცრათ ჯამში,
დავუმატოთ მარილი, ზეითუნის ზეთი და რძეში გახსნილი საფუარი. მოვზილოთ
ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად თბილ ადგილას. სანამ
ცომი აფუვდება, ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ყველი გავხეხოთ, ავურიოთ
ლორს და კვერცხს, შევაზავოთ მარილით და პილპილით. ღუმელი გავახუროთ 180
გრადუსამდე. პატარა კექსის ფორმებს წავუსვათ ცხიმი და ნახევრამდე ჩავდოთ
ცომი, მეორე ნახევარი კი შევავსოთ ლორისა და ყველის მასით, ასე გავაჩეროთ
დაახლოებით 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი გამოვაცხოთ ღუმელში.
|