მასალა: 1 კგ ფარში (საქონელი და ღორი,
შეიძლება ცხვარიც დაემატოს!). 1,2 კგ ფქვილი (სასურეველია შინაური
რუხი ფქვილი. თუ ვერ იშოვნით, მაშინ "მზეკაბანი"). დაახლოებით 200 გ
ხახვი, 2 კბილი ნიორი (მხოლოდ არომატისათვის), შავი პილპილი (ფარშში
შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც გამოვიყენოთ), ძირა,
მარილი. მომზადება: 1.ცომი:
"ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!! მოზელვის
შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით
ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი
მზადაა! 2. ფარში: თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის
ხორცს. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი
(არც მთლად ქონი). დავამატოთ ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ
ხორცის საკეპ მანქანაში. ფარშს აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი ფარშიც მზადა.
გემრიელად მიირთვით!
|