მასალა: 1 1/4 ჩ.ჭ 50/50 ზე რძე და წყალი 30 გრ. ცოცხალი საფუარი (ან მშრალი,
მისი ნახევარი) 1 ჩ.კ. მარილი 100გრ. გადამდნარი მარგარინი, ან
კარაქი 2-3 ს.კ. შაქარი 2-3 ცალი კვერცხი 5-51/2 ჩ.ჭ. ფქვილი მომზადება: გავხსნათ საფუარი სითხეში+შაქარი+მარილი. დავამატოთ გათქვეფილი
კვერცხი+კარაქი, დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. გავახვიოთ პარკში
და მაცივარში მთელი ღამით დავტოვოთ, ან დავდგათ ამოსასვლელად (თუ იმ დღეს
გვინდა გამოცხობა). როგორც კი ცომი ამოვა,მოვაწყვიტოთ პატარა ნაჭრები,
მოვაგუნდაოთ და ამოვავლოთ კარაქის ნაზავში: 100-150 გრ. კარაქი
გამდნარი+ოდნავ მარილი+დანაყილი 3-4 კბილი ნიორი+დაჭრილი კამა,ოხრახუში.
ჩავალაგოთ ცხიმწასმულ ყალიბში, გავაჩეროთ ამოსასვლელად 30-40 წუთის
განმავლობაში და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე.
ძალიან უხდება წვნიან კერძებს.