მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

მაჭკატები სოკოს გულსართით
2010-04-12, 8:27 PM
ცომისთვის:
 
2 ს/კ ზეთი
2  კვერცხი
1/2 ს/კ მარილი
1/4 ლ მინერალური წყალი
125 გ  ფქვილი
 
გულსართისთვის:
 
1 პატარა ხახვი
2 ს/კ  ზეთი
250 გ  ქამა სოკო
1 ს/კ ფქვილი
100 მლ მშრალი თეთრი ღვინო
2 ს/კ  არაჟანი
მარილი, წიწაკა
 
მომზადება:
 
ზეთი, მარილი, წყალი და კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი და 1 საათით დავდგათ მაცივარში. მანამდე მოვამზადოთ გულსართი - წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, დავუმატოთ ფქვილი, წვრილად დაჭრილი სოკო, თან ვურიოთ, დავასხათ ღვინო და 10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კი შევურიოთ არაჟანი, მწარე წიწაკა და მარილი. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და ძალიან ცხელ ტაფაზე თხელი მაჭკატები გამოვაცხოთ. ერთ მხარეს რომ გამოცხვება, დანის დახმარებით გადავატრიალოთ და მეორე მხარეზეც შევწვათ. გამომცხვარ მაჭკატში ჩავდოთ მომზადებული გულსართი. 
0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მარილი, გემრიელი რეცეპტები, სოკო, ცომი
ნანახია: 1912 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]