მოვზილოთ ჩვეულებრივი ფენოვანი ცომი
გულსართისათვის:
მოვშუშოთ 3 თავი ხახვი.
ჩავაყაროთ ბულგარული წითელი წიწაკა და ვშუშოთ...
დავამატოთ ტომატის პასტა
ბოლოს ვუმატებთ წვრილად დაქუცმაცებულ თინუსს, ცოტას მოვშუშავთ თან
ჩავჭყლიტავთ...
გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი დაახლოებით 5 მმ.–ზე და გავფინოთ ქაღალდ
დაფენილ ცივ ჟარონაზე
ზევიდან თანაბრად გავანაწილოთ უკვე გაციებული გულსართი
დარჩენილი ცომის მეორე ნახევარიც გავაბრტყელოთ და გადავაფაროთ ზემოდან
გადავუკეცოთ გვერდები, წავუსვათ კვერცხის გულისა და ძალიან ცოტა რძის
ნარევი და ჩანგლით დავჩხვლიტოთ, შევდგათ უკვე გაცხელებულ ღუმელში 180-200
გრ.–ზე.
როცა ზევიდან დაიბრაწება, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ,
ცოტა გავაციოთ და მივირთვად
რეცეპტის ავტორი faustina
|