ინგრედიენტები:
200-250 გრამი კარაქი (მარილიანი)
შაქარი (ჩვეულებრივიც და კრისტალურიც, მოსაყრელად)
ვანილი
1 ჭიქა თეთრი ნიგოზი
1 ჭიქა თეთრი ფქვილი (ოღონდ არა პურის) მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსზე. აიღეთ კარაქი და მიქსერით დაარბილეთ,
დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და ათქვიფეთ, სანამ კრემივით არ გახდება.
დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ვანილი. ცალკე აიღეთ 1 ჭიქა ნიგოზი და დაღერღეთ.
ასევე აიღეთ 1 ჭიქა თეთრი ფქვილი. შემდეგ ნიგოზი, ფქვილი და კარაქი
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. ცომი პატარა ბურთულებად დაყავით. ბურთები
დადეთ ფქვილმოყრილ კალკიან "ჟარუნაზე" და შედეთ ღუმელში. დაახლოებით 30
წუთი აცხვეთ. ორცხობილა ოქროსფერ-ყავისფერი უნდა გამოვიდეს. როცა
გამოიღებთ, სანამ ცხელია, გააგორ-გამოაგორეთ დაფხვნილ შაქარში, მერე
გააცივეთ.
|