ყველი (რამდენის საშუალებაც გაქვთ, მე სულ თვალზომით ვუკეთებ)
1-1,5 მარგარინი ან კარაქი
მარილი თვალზომით
მოამზადეთ ნორმალური სიმაგრის ცომი.
მომზადება: ცომს მოვზელთ (3 ც. კვერცხს+2 ჭ. თბილი წყალი, მარილი და ფქვილი) და გავყოფთ რვა ნაწილად. გადავაფარებთ სველ ტილოს. ავიღებთ ერთ ნაწილს, გავაბრტყელებთ და გავიყვანთ კარგად ცხიმწასმულ „ჟარონაზე". მოვასხამთ გამდნარ კარაქს ან მარგარინს (პირველ და ბოლო ფენას მოხარშვა არ უნდა), მერე გავაბრტყელებთ მეორე ფენას და ჩავაგდებთ ადუღებულ, მარილიან-წყლიან დიდ ქვაბში. დავაფარებთ თავზე და ვაცდით, სანამ ცოტა არ მოიხარშება. წყლიდან ზემოთ რომ ამოვა, უკვე მოხარშულია და გადმოვიტანთ ცივ წყლიან ჯამში. თუ ცოტა მიეკრო ერთმანეთს, ხელით გავხსნით, გავწურავთ და დავადებთ პირველ ფენას (თუ ფენები ცოტა გაიხა, არ ინერვიულოთ, პირიქით, უფრო გემრიელი გამოდის). ამაზეც გავანაწილებთ გამდნარ მარგარინს (დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი), მეორე ფენის მერე შეგიძლიათ უკვე ყველი უყოთ. მოკლედ, ასე გააკეთებთ ყველა ფენას, მოხარშავთ, ჩააგდებთ ცივ წყალში, გაწურავთ, დადებთ ჟარონაზე და წაუსვამთ კარაქს. ბოლო ფენასაც აღარ ხარშავთ, ლამაზად გაიყვანთ დაახლოებით ჟარონის სიგრძე-სიგანეზე და ჩაუკეცავთ გვერდებს. თავზე ისევ კარაქი (ან მარგარინი) დააჭერით შეწვის წინ. შედგით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. თავი რომ კარგად მოებრაწება, უკვე მზადაა.