გულსართი: ჭარხლის ფხალი - 3 კონა
უმარილო ყველი - 300 გრ.
თითო კონა მწვანე ხახვი და ქინძი.
კარაქი - 200 გრ.
წვრილად ვჭრით წითელი ჭარხლის ფოთოლს, ვაყრით მარილს და ვსრესთ მაგრად.
ვაჩერებთ დაახლოებით ნახევარი საათი. მერე ვწურავთ. ვამატებთ დაჭილ მწვანე
ხახვს და ქინძს, ვურევთ ჭყინტ ყველს. მთიულები ერბოს უკეთებენ, მე -
გამდნარ კარაქს.
ცომი:
1 კვერცხი
500 გრ. მაწონი
200 გრ. მარგარინი.
სოდა-ძმრით, მარილი, საშუალო სისქის ცომი.
დროჟითაც მიცდია, და ძალიან კარგი გამოდის.
მერე ხაჭაპურივით ცხვება ღუმელში, თავი ღია უნდა დაუტოვოთ.
ჩვეულებრივი ფენოვანი ცომითაც მშვენიერი გამოდის.
იგივე გამიკეთებია ისპანახითაც და ძალიან გემრიელია.
|