მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

პიცა ღვიძლით და კომბოსტოთი
2010-04-19, 2:04 AM

მომზადებისთვის დაგჭირდებათ:
• 500 გრ. ფენოვანი ცომი 
• 300 გრ. ქათმის ღვიძლი
• 3 თავი ხახვი
• 3 კბილი ნიორი
• 4 ს/კ ზეთი
• 3 ც. კვერცხი (1 შიგთავსისთვის, 2 მოსასხმელად)
• 4 ს/კ მწარე კეტჩუბი
• 2 ჩ/ჭ რძე
• 100 გრ. მაგარი ყველი
• 3 ც. სტაფილო
• 2 ს/კ მაიონეზი
• 2 ჩ/ჭ პურის ფქვილი
• მარილი

მომზადების წესი:
ღვიძლი შეწვით 1 ს/კ გაცხელებულ ზეთში, შეაგრილეთ, დაჭერით წვრილად. კომბოსტო დაჭერით (არც თუ ისე წვრილად), მოდაღეთ 2 ს/კ ზეთში. დარჩენილ ზეთში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შეაერთეთ კომბოსტოსთან, მოაყარეთ მარილი, კვერცხი, აურიეთ კარგად. ფქვილი გაცერით. გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე, ყველი _ მსხვილ სახეხზე. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ სტაფილო, ყველი, ფქვილი ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. დადევით ღუმელის თუნუქის ფურცელზე (რომელსაც წინასწარ ოდნავ მოასხურეთ წყალი). გადაუსვით ცომს კეტჩუბი, დაადევით ღვიძლი, მოაყარეთ მარილი, ზემოდან  - კომბოსტო ხახვით. გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. გამოაცხვეთ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში(220ОС). სუფრასთან გატანის წინ დაჭერით პორციებად.

ფენოვანი ცომი (1კგ)

მომზადებისთვის დაგჭირდებათ: 
• 550 გრ. პურის ფქვილი
• 250 გრ. კარაქი ან მარგარინი
• 1 ც. კვერცხი
• 2 ჩ/კ მარილი
• 1 გრ. ლიმონმჟავა
• 150 მგ. წყალი
• 50 გრ. არაყი, რომი ან კონიაკი

მომზადების წესი:
ფქვილი გაცერით, გადადევით 2 ს/კ ცალკე. წყალში გახსენით ლიმონმჟავა, მარილი, კვერცხი, არაყი, ფქვილის უმეტესი ნაწილი და მოზილეთ ცომი 5-8 წუთის განმავლობაში, დაამრგვალეთ და 20-30 წუთი დააცადეთ "მოსვლა”. მარგარინი დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ჩააყარეთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, აურიეთ ისე რომ ფქვილი გადანაწილდეს, მიეცით მარგარინს 2 სმ სისქის ოთკუთხედის ფორმა და ჩადევით მაცივარში. ცომი აიღეთ, გაუკეთეთ ჯვრის ფორმის ჭრილი, მოაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ ოთკუთხედად ისე, რომ შუაში მეტი სისქის გამოვიდეს. შუაში ჩადევით მომზადებული მარგარინი და მიეცით დახურული კონვერტის ფორმა. გვერდები მოუკარით. მოაყარეთ ზემოდან ფქვილი და გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ 1 სმ სისქის მართკუთხედის ფორმის ცომი. გვერდები მიიტანეთ შუა გულთან და გადაკეცეთ შუაში, ამგვარად მიიღებთ 4 ფენას. გადააფარეთ ხელსახოცი და 20 წუთით შედგით მაცივარში. გადაფერთხეთ ზემოდან ფქვილი, გააბრტყელეთ და გადაკეცეთ ისე, რომ მიიღოთ 4 ფენა, 30 წუთით შედგით მაცივარში. იგივე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, მიიღებთ 64 ფენას. ცომი გააცივეთ მაცივარში და შემდეგ დაჭერით.
ოპტიმალური ტემპერატურა ცომის მოზელვისათვის და დაჭრისათვის _ 12-17 ОС. ფენოვანი ცომის გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრების, ტკბილი და არა ტკბილი ღვეზელების, კულებიაკების, ბოლობანების და ტკბილღვეზელების დასამზადებლად. ფენა აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში 210-230 ОС-ზე, თუნუქის ფურცელზე წინასწარ მოასხურეთ წყლის წვეთები. გამოცხობის დროს მოერიდეთ ცომის განძრევას, თორემ ჩავარდება. კვერცხი გადაუსვით მხოლოდ ზემოდან, გვერდებზე არ წაუსვათ, თორემ "ამოსვლა” გაუჭირდება.

 

0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მარილი, ნიორი, პიცა, ქათმის ღვიძლი, სტაფილო, რძე, კვერცხი, მაგარი ყველი, მაიონეზი, ხახვი
ნანახია: 1753 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]