6 ულუფა: ინგრედიენტები: 300 გრ. ფქვილი 100 გრ. კარაქი 500 გრ. ხახვი 500 გრ. პომიდორი 4ც. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა. მომზადების დრო 5 წთ. მაცივარში 30 წთ. გამოცხობა 45წთ. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ, მოამზადეთ ცომი: ფქვილი და კარაქი ერთმანეთს კარგად შეურიეთ, დაუმატეთ 2 ს/კ. ცივი წყალი და ცოტა მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი მასა და შედგით მაცივარში. დაჭერით ხახვი და კანგაცლილი პომიდორი, ღუმელში დაბრაწეთ წიწაკა, მოაშორეთ კანი და თესლები და სიგრძეზე დაჭერით. ცხიმწასმულ ფორმაზე ჯერ ცომი დააფინეთ, შემდეგ ხახვი და პომიდორი მოაწყვეთ. ბოლოს მოაფინეთ წიწაკა, აცხვეთ 45 წთ. რჩევა: სუფრასთან მიტანამდე გააგრილეთ, მორთეთ სალათის ფურცლებით და მწვანილით.
|