მასალა:
- 1 კგ ფქვილი
- 30-50 გ საფუარი
- 2 ჩიას ჭიქა წყალი ან რძე
- 5 სუფრის კოვზი ცხიმი
- 3-4 ცალი კვერცხი (ცომისათვის)
- 1კგ ყველი
- 2-3- ცალი კვერცხი (შიგთავსისათვის)
მომზადება:
გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი, შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათით. დაფშვენით ყველი, დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა, მოუკარით პირი და გამოაცხვეთ. შეგიძლიათ ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.
მიირთვით გემრიელად!
|