6 ულუფა ინგრედიენტები: 1კგ. მსხალი ნუშის კრემი: 100 გრ. გატარებული ნუში 100. გრ. კარაქი 100. გრ. შაქარი 2 კვერცხი ცომი: 250 გრ. ფქვილი 125 გრ. შაქარი 125 გრ. კარაქი 2 კვერცხის გული 1 კვერცხი მთლიანად მწიკვი მარილი მომზადება 25წთ; ცხობა 45 წთ. ცომი: გაცრილი ფქვილი და მწიკვი მარილი შაქარს შეურიეთ და დაუმატეთ დანაწევრებული კარაქი, შემდეგ კვერცხი, მოზილეთ ერთგვაროვანი მასა და ნახევარი საათი მაცივარში მოათავსეთ. მოამზადეთ ნუშის კრემი: მიქსერით აურიეთ დარბილებული კარაქი, შაქარი, კვერცხი და მთელი ან წვრილად დაჭრილი ნუში. თხლად დაჭერით გათლილი მსხალი, ფორმაზე დააფინეთ ცომი, წაუსვით კრემი და დაჭრილი მსხალი მოაწყვეთ. აცხვეთ 45 წთ. განმავლობაში 180 გრადუსზე.
|