მომზადება:
- 4 კგ ფქვილი
- 2 კგ სულგუნის ყველი
- 450 გ კარაქი
- 5 კვერცხი
- 1 ჭიქა წყალი
- მარილი
მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ წყალი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. დაყავით იგი 8 ნაწილად, ისე რომ ერთი იყოს დანარჩენებზე დიდი ზომის, გააკეთეთ ბურთულები და დატოვეთ 10წთ-ით. შემდეგ გაიყვანეთ ცომი თხლად, მოათავსეთ დიდი ზომის ცომის ნაწილი ცხიმწასმულ საცხობზე და ზემოდან მოასხით გამდნარი ცოტაოდენი კარაქი. დარჩენილი 7 თხლად გაყვანილი ცომის ნაწილები მოათავსეთ მდუღარე წყალში 1-2 წთ-ით. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან, მოასხით ცივი წყალი და დადევით დურშლაგზე. დახეხეთ ყველი და აურიეთ ცოტაოდენი გამდნარი კარაქი. მოათავსეთ 3 ფენა ლანგარზე უკვე დადებულ დიდ ფენაზე და თან ფენებს შორის მოასხით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ დახეხილი ყველის ნახევარი. შემდეგ დაადევით ისევ სამი ფენა (ფენებს შორის ისევ მოასხით გამდნარი კარაქი) და მოაყარეთ დარჩენილი ყველის მასა. შემდეგ ჩაკეცეთ კიდეები და დააფარეთ ზემოდან ბოლო ფენა. ჩაჭერით ნაჭრებად და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 200 გრადუსზე.
|