მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

სააღდგომო პასკის რეცეპტი
2010-04-22, 11:55 PM
სააღდგომო პასკის რეცეპტი

მასალა:
  • 2კგ ფქვილი 
  • 400 გ შაქარი
  • 4 კვერცხი, 7ც ილი 
  • 1ც ჯავზის კაკალი
  • 200 გ კარაქი
  • 0,5ლ რძე
  • 2ს/კ საფუარი 
  • 1ს/კ ზეთი 
  • ვანილი
  • ცოტა მარილი 
  • ქიშმიში 
  • ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:


 საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
 მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.


გემრიელად მიირთვით!



0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, პასკა, სააღდგომო პასკა, ტრეცეპტები, პასკები, paskebi, SAAGDGOMO PASKA
ნანახია: 18810 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 3
3 Mashi  
0
Gaixareeeet,dzlivs ar agmovachine paskis recepti : ) didi madloba !!!

1 magda  
0
gamarjobat,paskis receptidan ramdeni porcia gamodis?tu sheidzleba momweret

2 likuna  
0
magda გამარჯობათ, მინდა გითხრათ რომ ეს დამოკიდებულია იმაზე რომ თუ როგორ ფორმებს გამოიყენებთ დაახლოებით საშუალოდ 7-8 ცალი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]