მომზადება: 5-6 კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ოვალურად. დავალაგოთ ზეთიან "ჟარონზე" და ორივე მხრიდან შევწვათ. ფქვილს დავასხათ წაყალი ისე, რომ მიღებული სითხე იყოს ბლანტი. ეს მასა კარტოფილს მოვასხათ, ზედ დავალაგოთ 2-3 მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ნახევარი ძეხვიც ასე დაჭრილი და ზემოდან მოვახეხოთ ყველი და გაზქურაში 20 წუთი შევდგათ