ინგრედიენტები სპაგეტი
- დაახლ. 200 გრ. წყალი მარილი სოუსისთვის "ა’ლა
ბოლონიეზე" ფარში (ღორის + საქონლის) - დაახლოებით 400-600 გრ. ხახვი
- 2 ცალი ნიორი - 2 კბილი პომიდორი - 3-4 ცალი რეჰანი და
ოხრახუში მარილი, ახალდაფქვილი პილპილი
მომზადება: ვამზადებთ სოუსს
პომიდორს ვრეცხავთ და
ვუკეთებთ ჯვრისებურ ჭრილებს, მერე ვდებთ მდუღარე წყალში 1 წუთით, ამოვიღებთ
და ვაცლით კანს. შემდეგ სახეხით ან ბლენდერით დავამუშავებთ და გადავაქცევთ
პიურედ. ხახვი წმინდად დავჭრათ. ნიორი დავჭყლიტოთ. მწვანილი გავრეცხოთ,
შევაშროთ და დავღრათ. გაცხელებულ ზეთუნის ან მზესუმზირის ზეთში
მოვშუშოთ ხახვი და მომზადებული ნივრის ნახევარი 2-3 წუთის განმავლობაში. დავამატოთ
ფარში და პერიოდულად მოვურიოთ, 5 წუთის მანძილზე.
ფარშს დავამატოთ
გამზადებული ტომატი, მარილი და პილპილი, ავურიოთ, დავაფაროთ თავსახური და
დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 7-10 წუთი.
გამოვრთოთ და დავუმატოთ მწვანილი,
დარჩენილი ნიორი, ისევ მოვურიოთ და დავახუროთ. ცოტა მარილიან მდუღარე
წყალში ჩავდოთ სპაგეტი, როგორც კი წყალი სპაგეტიანად ადუღდება გადავთვალოთ
8-10 წუთი, გადმოვიტანოთ მაცარონი დურშლაგზე, დაწურვის შემდეგ კი
გადმოვიტანოთ თეფშზე, ხოლო ზევითად მოავათავსოთ გამზადებული სოუსი "ა’ლა
ბოლონიეზე” და მოვრთოთ მწვანილით.