მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

ქიშმიშიანი რულეტი
2010-04-23, 3:05 AM
ქიშმიშიანი რულეტი

 მასალა:

  • 600 გრ. ცომი, 
  • 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 100 გრ. 
  • სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 
  • 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.

 მომზადება:

 ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე. გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი.
1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი.

 ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.

   გემრიელად მიირთვით!




0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მარგარინი, ქიშმიშიანი რულეტი, ქისშმიში, სშაქრის ფხვნილი, ცომი, სშაქრის პუდრა, სამარხო კარაქი
ნანახია: 14181 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]