მასალა:
- 10 კვერცხი
- 1კგ.შაქარი
- 1ლ.რძე
- 500გრ.კარაქი
- 5ს.კ. დრიჟი
- 2ცალი ვანილი
- 20 მარცვალი ილი
- 2 კაკალი ჯავზი
- ყავის ჭიქით არყი ან კონიაკი
- ცოტა მარილი
- 3 კგ. ფქვილი
- 200 გრ.ქიშმიში
მომზადება:
ცოტა თბილი რძე (დაახლოებით ნახევარი ლიტრა რძე) ,ცოტა შაქარი დროჟი და 3 ჭიქა ფქვილი აურიოთ ერთმანეთში ( დროჟი გავხსნათ ცოტა თბილ წყალში უმჯობესია კარგად იხსნება)შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას .
მოვამზადოთ ცალკე თასში 10 კვერცხი და შაქარით გავაკეთოთ გოგლი მოგლი, დაუმატოთ გამდნარი ცხიმი (თუ კარაქი არ გაქვთ შეიძლება ona მარგარინითაც) და დარჩენილ თბილ რძეს ანუ ნახევარი ლიტრა , არაყი, ვანილი, მარილი, ილი, ჯავზი, ქიშმიში თუ ლიმონის გემო მოგწონთ ვამატებთ ლიმონს 1 ან 2 ცალს კანიანად გახეხილს,
ამ მასას ვამატებთ უკვე ამოსულ დროჟიან ცომს და დაუმატებთ დარჩენილ ფქვილს და დავზილოთ კარგად
დავდოთ თბილ ადგილას და შევფუთოთ
როცა ამოვა გადავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას
როცა კიდევ ამოვა გადავიტანოთ ფორმებში ფორმებს ბამბით წაუსვათ ზეთი შიგნიდან და დაბლა ჩაუფინოთ კალკის ან გაზეთის ფურცელი რომ არ მიიკრას და იოლი გადმოსაღები იყოს
ფორმებში ცომს ვდებთ მესამედს ანუ ნახევარზე ცოტას და დავდგავთ ისევ თბილ ადგილას გაზქურასთან და დაველოდებუით მის ამოსვლას
როცა ამოვა შევდგათ თბილ გაზქურაში დაბალ გაზზე გამოსაცხობად (საშუალოდ ცხვერბა 30 ან 45 წუთის განმავლობაში) მანამდე გაზქურა არ უნდა გავხსნათ რომ არ ჩვარდეს ცომი
როცა გამოცხვება გადმოვიღოთ ფორმებიდან
გავაციოთ და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა (შეგვიძლია სურვილისამებრ გამდნარი თეთრი შოკოლადიც მოვასხათ)
გემრიელად მიირთვით!
|