მასალა ცომისთვის:- 300 -400 გრ.ფქვილი
- 1ჩ.კ. არასავსე დროჟი
- ცოტა მარილი
მასალა გულსართისთვის: - 2 კარტოფილი
- 2 ხახვი
- 50 გრ. ზეთი
- 1 მჟავე კიტრი
- 1 სტაფილო
- 100გრ.ყველი
- 300გრ. პამიდვრის საწებელი
- 50 გრ. აჯიკა
- მაიონეზი
- მარილი
მომზადება:
ფქვილს გაუკეთოთ მარილი და დროჟი და მოვზიოთ თბილი წყლით მაგარი ცომი, ზემოდან დავაფაროთ ჩაის ტილო ან ცელოფანი დავდგათ თბილ ადგილას ზემოდან დავაფაროთ რამე თბილი გადასაფარებელი, დაველოდოთ აფუებას დაახლოებით 40 -50 წუთი
გულსართის მომზადება:
მჟავე კიტრი და სტაფილოსგან დავჭერი ყვავილის ფორმები, წვრილად ხახვი მოვხრაკე ზეთში და დავასხი პამიდვრის საწებელი ოღონდ წყლიანი არ უნდა იყოს მარილი გემოვნებით, ყველი გავხეხოთ სახეხზე.
ცომი გავაბრტყელოთ მრგვლად
დავდოთ ჟარუნზე გაბრტყელებული ცომი
პირველ ფენად დავდოთ მოხრაკული ხახვი პამიდორთან
მოვაყაროთ გაგეხილი ყველი
ზემოდან აჯიკა
შემდეგ მაიონეზი
და ბოლოს მჟავე კიტრისა და სტაფილოსგან გავაფორმოთ, შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად
გემრიელად მიირთვით!
|